Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის ჯარის სარდლობისა და ავღანეთის


ამერიკის ჯარის სარდლობისა და ავღანეთის გარდამავალი მთავრობის წარმომადგენლებმა დღეს ქაბულში გამოაქვეყნეს წინასწარი დასკვნები კომისიისა,

ამერიკის ჯარის სარდლობისა და ავღანეთის გარდამავალი მთავრობის წარმომადგენლებმა დღეს ქაბულში გამოაქვეყნეს წინასწარი დასკვნები კომისიისა,
რომელიც იძიებს ურუზღანის პროვინციაში მომხდარ ინციდენტს, როცა ამერიკის ავიაგამანადგურებელმა შემთხვევით, საცხოვრებელ სახლს მიაყენა დარტყმა. ავღანური მხარის მონაცემებით, ორშაბათს მომხდარი ინციდენტის დროს 48 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 117 დაიჭრა. გენერალმა დენ მაკნილმა, ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულო აბდულოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, 1 ივლისს მომხდარ ინციდენტს ”ტრაგიკული შემთხვევა” უწოდა. ორივე მხარეს განზრახული აქვს ბოლომდე მიიყვანონ გამოძიება და გამოაქვეყნონ მისი შედეგები, რათა ამგვარი შემთხვევა აღარ განმეორდეს. აბდულო აბდულომ განაცხადა, რომ ანტიტერორისტული კოალიციის სამხედრო ოპერაცია ავღანეთში თალიბებისა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლთა წინააღმდეგ – გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG