Accessibility links

logo-print

პალესტინელი ქალი და მისი 2


პალესტინელი ქალი და მისი 2 წლის შვილი დაიღუპნენ დღეს ღაზის სექტორში, როცა ისრაელის ტანკებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველთა ცნობით,

პალესტინელი ქალი და მისი 2 წლის შვილი დაიღუპნენ დღეს ღაზის სექტორში, როცა ისრაელის ტანკებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველთა ცნობით,
ისრაელის ტანკმა ერთ-ერთი ებრაული დასახლების მახლობლად მიმავალ ტაქსის გაუხსნა ცეცხლი. ტაქსის მძღოლი და კიდევ ერთი მგზავრი არ დაზარალებულან. ასეთივე ინციდენტის დროს, გუშინ ღაზის სექტორში პალესტინელი იქნა მოკლული. ისრაელის ჯარის სარდლობას ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია კომენტარი მომხდართან დაკავშირებით. პარასკევს, პალესტინელმა ექსტრემისტებმა ნაღმმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს ებრაულ დასახლება დოგითს, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. ამ ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG