Accessibility links

logo-print

რიგაში დამთავრდა ცენტრალური და აღმოსავლეთი


რიგაში დამთავრდა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის იმ 10 ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა,

რიგაში დამთავრდა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის იმ 10 ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა,
რომლებიც ნატოში აპირებენ გაწევრიანებას. ერთობლივ განცხადებაში, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ბულგარეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ალბანეთის, ხორვატიისა და მაკედონიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ერთგული რჩებიან დემოკრატიის იდეებისა და განზრახული აქვთ რეფორმების გატარება. მოელიან, რომ ნატოს სამიტზე, რომელიც ნოემბერში გაიმართება ჩეხეთის დედაქალაქში, ამ სახელმწიფოთაგან რამდენიმე - ჩრდილო-ატლანტიკურ კავშირში გაწევრიანების ოფიციალურ მიწვევას მიიღებს. გუშინ, რიგაში გამართული შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი მიმართვები გაუგზავნეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა.
XS
SM
MD
LG