Accessibility links

logo-print

გერმანიაში გრძელდება 1 ივლისს მომხდარი


გერმანიაში გრძელდება 1 ივლისს მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიება გერმანიაში გრძელდება გამოძიება იმის გასარკვევად,

გერმანიაში გრძელდება 1 ივლისს მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიება გერმანიაში გრძელდება გამოძიება იმის გასარკვევად,
თუ რამ გამოიწვია ორშაბათს ორი თვითმფრინავის დაჯახება ჰაერში, რამაც 71 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშველებმა 69 დაღუპულის გვამები ნახეს, მათგან ათი უკვე ამოცნობილია. წვიმის გამო, დღეს შეწყდა დაღუპულთა გვამების ძებნა. დღემდე ვერ ნახეს რუსეთის თვითმფრინვში მყოფი ორი ადამიანის გვამები. გერმანელი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ შვეიცარიელმა დისპეტჩერებმა, რომლებიც ორივე თვითმფრინავის ეკიპაჟებთან იყვნენ კონტაქტში, ძალზედ გვიან გააფრთხილეს მფრინავები გეზის შეცვლის აუცილებლობის შესახებ. როგორც გამომძიებელმა პეტერ შლეგელმა განაცხადა, ტრაგედიის გამომწვევი მიზეზის ყველა ვერსია საგულადგულოდ იქნება შესწავლილი.
XS
SM
MD
LG