Accessibility links

logo-print

ევროპის საბჭო მოუწოდებს სომხეთს...


ევროპის საბჭო მოუწოდებს სომხეთს...

ევროპის საბჭო მოუწოდებს სომხეთს...
”განუხრელად დაიცვას ნაკისრი ვალდებულება სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებით”. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა დღეს განაცხადა, რომ სომხეთი სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებს დაუპირისპირდება, თუკი დაარღვევს სიკვდილით დასჯაზე გამოცხადებულ მორატორიუმს, რომელსაც თითქმის 10 წელია იცავს. სასჯელის უმაღლესი ზომის გაუქმება – ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა გაწევრიანებისა ევროპის საბჭოში, რომელშიც გასულ წელს იქნა მიღებული სომხეთი. თუმცა, სისხლის სამართლის ახალი კოდექსი, რომელიც ახლახან მიიღო სომხეთის პარლამენტმა, შეიცავს რამდენიმე მუხლს, რომლებიც ადრე ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ორშაბათს სომხეთს, ვალტერ შვიმერი ეწვევა ოფიციალური ვიზიტით.
XS
SM
MD
LG