Accessibility links

logo-print

პალესტინელთა უშიშროების უწყების თანამშრომლებმა განაცხადეს


პალესტინელთა უშიშროების უწყების თანამშრომლებმა განაცხადეს,

პალესტინელთა უშიშროების უწყების თანამშრომლებმა განაცხადეს,
რომ არ ეთანხმებიან იასირ არაფატის გადაწყვეტილებას – უშიშროების სამსახურის ახალი უფროსი დანიშნოს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ხუთშაბათს არაფატმა ამ თანამდებობიდან, პალესტინელთა ხელმძღვანელობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი – ჯიბრილ რაჯუბი გადააყენა, და მის ნაცვლად ზუჰეირ მანაშრეჰი დანიშნა. დღეს, პალესტინელთა უშიშროების სამსახურის ასზე მეტმა თანამშრომელმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელშიც გააყენებულ რაჯუბს უცხადებს მხარდაჭერას. ისინი უარს ამბობენ ახალ უფროსთან თანამშრომლობაზე. იასირ არაფატმა ღაზის სექტორის უშიშროების უწყების უფროსი მოჰამად დაჰლანიც გადააყენა.
XS
SM
MD
LG