Accessibility links

თურქმენეთის პარლამენტმა ეროვნული გმირის წოდება


თურქმენეთის პარლამენტმა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა დღეს

თურქმენეთის პარლამენტმა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა დღეს
პრეზიდენტ საფარმურად ნიაზოვის აწ განსვენებულ დედას ყურბანსოლთან-ეჯეს, რომელიც 1948 წელს მომხდარი მიწისძვრის დროს დაიღუპა. ამდენად, ყურბანსოლთან-ეჯე გახდა პირველი ქალი, ვისაც ”თურქმენეთის გმირის” საპატიო წოდება მიენიჭა. ნიაზოვის აწ განსვენებული მამა ორი წლის წინ გამოაცხადეს ეროვნულ გმირად, ხოლო თავად საფარმურად ნიაზოვს ხუთჯერ მიენიჭა ეს საპატიო წოდება. დღესვე, თურქმენეთის პარლამენტმა ყოველგვარი პორნოგრაფიული გამოცემები და ფილმები აკრძალა. ახალი კანონი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა თურქმენეთის პრესაში და ბავშვების დასაცავადაა გამიზნული, კრძალავს ისეთ სათამაშოებს, რომლებმაც შესაძლოა ძალადობისკენ უბიძგოს ბავშვს. კანონი, ამასთანავე, 16-წლამდელი ასაკის ბავშვებს უკრძალავს ისეთ სამუშაოს, რომელიც თამბაქოს, ანდა ანკოჰოლური სასმელების წარმოებასთანაა დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG