პოლიციამ საბერძნეთში აღმოაჩინა იარაღის კიდევ ერთი საწყობი,
რომელიც ”17 ნოემბრის” სახელით ცნობილ ტერორისტულ დაჯგუფებას ეკუთვნის. როგორც პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, ათენის ბინაში ტერორისტებს ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები და ხელყუმბარები ჰქონდათ დამალული. ”17 ნოემბრის” დაჯგუფება 27 წელია უკვე ტერორისტულ საქმიანობას ეწევა საბერძნეთში.