Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძარმა დასავლეთ უკრაინაში 34 მაღაროელის


ხანძარმა დასავლეთ უკრაინაში 34 მაღაროელის სიცოცხლე შეიწირა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს,

ხანძარმა დასავლეთ უკრაინაში 34 მაღაროელის სიცოცხლე შეიწირა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს,
და - როგორც მისი პრესმდივანი იუწყება - პირობა დადო, რომ ყველა ღონეს იხმარს, რათა მიაკვლიონ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს. ხანძარი 570 მეტრის სიღრმეზე გაჩნდა და უკვე 12 საათია მძვინვარებს. თავდაპირველად იუწყებოდნენ 33 დაღუპულის შესახებ, მაგრამ მაშველებმა მოგვიანებით მიაკვლიეს კიდევ ერთი მაღაროელის გვამს. წლეულს უკრაინის მაღაროებში დაღუპულთა რიცხვი თითქმის 150 აღწევს.
XS
SM
MD
LG