Accessibility links

გერმანიაში 1 ივლისს მომხდარ ავიაკატასტროფაში


გერმანიაში 1 ივლისს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ყველა, 71-ვე გვამი აღმოაჩინეს.

გერმანიაში 1 ივლისს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ყველა, 71-ვე გვამი აღმოაჩინეს.
სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა საკმაოდ ფართო ტერიტორიაზე, სადაც ორშაბათს ღამით შეჯახებული ორი თვითმფრინავის ნაწილები იყო მიმოფანტული. თვითმფრინავები – რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავი და სატვირთო ბოინგი - ბოდენის ტბის თავზე შეეტაკნენ ერთმანეთს. დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვები არიან. რუსეთის თვითმფრინავით, რომელიც გერმანიაში დღეს ჩაფრინდა 33 გვამს ამაღამ გადაასვენებენ სამშობლოში. ამჟამად იდენტიფიცირებულია 37 მსხვერპლი. ამასობაში გერმანიის ავიაკატასტროფების გამოძიების უწყება განაგრძობს ორი თვითმფრინავის შავ ყუთებში დაცული ინფორმაციის გამოძიებას.
XS
SM
MD
LG