Accessibility links

დღეს ძალაში შევიდა პალესტინელთა გარდამავალი


დღეს ძალაში შევიდა პალესტინელთა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია, რასაც იასირ არაფატის მიერ დაპირებული რეფორმების პროგრამა ითვალისწინებს.

დღეს ძალაში შევიდა პალესტინელთა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია, რასაც იასირ არაფატის მიერ დაპირებული რეფორმების პროგრამა ითვალისწინებს.
კანონი პარლამენტმა 1997 წელს დაამტკიცა, მაგრამ წლეულს მაისამდე მასზე არაფატს ხელი არ მოუწერია. გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია უზრუნველყოფს სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლებას, მაშინ როცა წარსულში პრეზიდენტს შეეძლო ამ სექტორებში მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა. პალესტინელთა იუსტიციის მინისტრ იბრაჰიმ დუგმეჰის თქმით, ეს კანონი კონსტიტუციის როლის შეასრულებს პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნამდე. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ გარდამავალიი პერიოდის კონსტიტუციაში იერუსალიმი მოხსენიებულია პალესტინელთა დედაქალაქად, ხოლო ისლამი ოფიციალურ რელიგიად, არაბული - სახელმწიფო ენაა, ხოლო შარიათი - ყველა კანონის საფუძველი.
XS
SM
MD
LG