Accessibility links

logo-print

პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობამ უარყო გავრცელებული


პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობამ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ,

პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობამ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ,
თითქოს იასირ არაფატმა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის სადაზვერვო უწყების უფროსი თაუფიკ ტირავი დაითხოვა. პრესკონფერენციაზე რამალაში, არაფატის მრჩეველმა ნაბილ აბუ რუდეინემ თქვა, რომ ეს ცნობა არ შეესაბამება სინამდვილეს. გასულ კვირაში არაფატმა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის უშიშროების სამსახურის უფროსი ჯიბრილ რაჯუბი დაითხოვა, რამაც ამ უკანასკნელის მომხრეთა უკმაყოფილება გამოიწვია. რაჯუბის მომხრეებმა ჰებრონსა და რამალაში საპროტესტო დემონსტრაციები მოაწყეს. გუშინ, ღაზის სექტორში, ისრაელმა სამხედრო მოსამსახურეებმა დააკავეს 2 შეიარაღებული პალესტინელი, რომლებიც ებრაულ დასახლებაში ცდილობდნენ შესვლას.
XS
SM
MD
LG