Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში დააპატიმრეს კიდევ


პაკისტანის ქალაქ კარაჩიში დააპატიმრეს კიდევ 3 ადამიანი,

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში დააპატიმრეს კიდევ 3 ადამიანი,
რომლებიც, პოლიციის ვარაუდით, ამერიკის საკონსულოსა და სასტუმროზე ამასწინანდელ თავდასხაში მონაწილეობდნენ. დაპატიმრება წუხელ მოხდა ქალაქის სამხრეთ გარეუბანში ჩატარებული ჩხრეკვების დროს. დაკავებულები, კანონგარეშედ გამოცხადებული რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების ”ლაშქარ-ე-ჯანღვის” წევრები არიან. გაჩრეკვისას მათ დიდი რაოდენობით აღმოაჩნდათ ცეცხლსასროლი იარაღი. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში კარაჩიში, პაკისტანის პოლიციისა და შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომელთა ერთობლივი ძალისხმევით ათობით ექსტრემტისტი იქნა დაკავებული. 8 მაისს, სასტუმრო ”შერატონის” წინ მომხდარი აფეთქების შედეგად, კარაჩიში 14 ადამიანი, მათ შორის 11 ფრანგი სპეციალისტი დაიღუპა. 14 ივნისს, ამერიკის საკონსულოს წინ მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; 50-ზე მეტი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG