Accessibility links

logo-print

ნორვეგიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა


ნორვეგიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კნუტ ვოლებიკმა,

ნორვეგიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კნუტ ვოლებიკმა,
გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალისათვის ჩვენებების მიცემისას დღეს ჰააგაში განაცხადა, რომ იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა ყურად არ იღო გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ კოსოვოში გაჩაღებულ ეთნიკურ წმენდას ბელგრადის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციით უპასუხებდა ნატო. ვოლებიკმა თქვა, რომ ტელეფონით დაუკავშირდა მილოშევიჩს და ჰკითხა, რატომ გარბიან კოსოვოდან გლეხებიო. ისინი პიკნიკზე მიდიანო, უპასუხა მილოშევიჩმა და აღარაფერი უთქვამს, როცა ვოლებიკმა იკითხა, პიკნიკზე მიმავალ გლეხებს რაღატომ მიაქვთ ყველაფერი, რაც კი გააჩნიათო. ხოლო ცნობას იმის შესახებ, რომ კოსოვოში ეთნიკური წმენდას ჰქონდა ადგილი მილოშევიჩმა ”მონაჩმახი” უწოდა. კნუტ ვოლებიკი ეუთოს თავმჯდომარეობდა მორიგეობით, როცა მილოშევიჩს ესაუბრა.
XS
SM
MD
LG