Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი და რუსეთი დღეს გამოვიდნენ


საფრანგეთი და რუსეთი დღეს გამოვიდნენ მოწოდებით,

საფრანგეთი და რუსეთი დღეს გამოვიდნენ მოწოდებით,
რომ მოწვეულ იქნეს ახლო აღმოსავლეთისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია და მხარდაჭერა გამოუთქვეს, ისევ, პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს იასირ არაფატს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განაცხადა, რომ მოსკოვისა და პარიზის პოზიციები ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის განახლების თაობაზე თითქმის მთლიანად ემთხვევა, და რომ ორივე ქვეყანა ერთობლივი ძალისხმევით შეეცდება რეგიონში შექმნილი კრიზისის მოგვარებას. პრესკონფერენციაზე მოსკოვში, ივანოვთან მოლაპარაკების შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ დე ვილეპინმა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში იმოგზაურა გასულ კვირაში, განაცხადა, რომ საერთაშორისო კონფერენცია, ხსენებული კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო საშუალებას იძლევა. ივანოვმა და ვილეპინმა, თავიანთი ქვეყნების სახელით კვლავ განაცხადეს, რომ იასირ არაფატი – პალესტინელი ხალხის კანონიერ ლიდერად მიაჩნიათ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გასულ კვირაში მოუწოდა პალესტინელებს – გადააყენონ იასირ არაფატი.
XS
SM
MD
LG