Accessibility links

logo-print

აკრძალული რელიგიური დაჯგუფების ”ჰიზბ-უთ თაჰრირის”


აკრძალული რელიგიური დაჯგუფების ”ჰიზბ-უთ თაჰრირის” ორი წევრი,

აკრძალული რელიგიური დაჯგუფების ”ჰიზბ-უთ თაჰრირის” ორი წევრი,
სამხრეთი ყირგიზეთის ქალაქ ოშში რელიგიური, ეთნიკური და ეროვნული შუღლის გაჩაღებაში სცნო სასამართლომ დამნაშავედ და თვითეულს ხუთ-ხუთი წლით მიუსაჯა პატიმრობა. 42-წლის აბდულა აბდურაილოვი და 25-წლის შავხათ ისლამბაევი იმ დროს დააპატიმრა პოლიციამ, როცა ისინი ”ჰიზბ-უთ თაჰრირის” ლიტერატურას ურიგებდნენ ხალხს ოშის პარკში. ”ჰიზმ-უთ თაჰრირს” ისლამური რესპუბლიკის დაარსება სურს შუა აზიაში, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით ცდილობს ამ მიზნის მიღწევას. ამ დაჯგუფების ასობით, და შესაძლოა ათასობით წევრი უზბეკეთის, აგრეთვე ტაჯიკეთის ციხეებშია მოთავსებული.
XS
SM
MD
LG