Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ოპოზიციის ლიდერის, თანსუ ჩილერის


თურქეთის ოპოზიციის ლიდერის, თანსუ ჩილერის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ბიულენთ ეჯევითი არ აპირებს გადადგომასა

თურქეთის ოპოზიციის ლიდერის, თანსუ ჩილერის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ბიულენთ ეჯევითი არ აპირებს გადადგომასა
და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას – მიუხედავად მომწიფებული სამთავრობო კრიზისისა. ეჯევითის დემოკრატიული მემარცხენე პარტია დატოვა ოთხმა მინისტრმა (მათ შორის, ვიცე-პრემიერმა ჰუსამეთინ ოზკანმა) და პარლამენტის 22-მა დეპუტატმა. კიდევ ერთმა ვიცე-პრემიერმა, მესუთ ილმაზმა, გამოთქვა წინადადება, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და შეიქმნას ახალი კაბინეტი. მაგრამ ეჯევითმა დღეს გადამდგართა თანამდებობებზე სამი ახალი მინისტრის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. 77 წლის ეჯევითი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, ყოველ ღონეს ხმარობს ხელისუფლების სათავეში დასარჩენად. მარტო მაისის თვეში იგი ორჯერ მოათავსეს საავადმყოფოში.
XS
SM
MD
LG