Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით


იერუსალიმში დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ისრაელი პოლიციელი.

იერუსალიმში დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ისრაელი პოლიციელი.
სროლის შედეგად დაიღუპა შემთხვევით იქვე მყოფი პალესტინელი. თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა. დღესვე, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ჯენინის მახლობლად, მოკლულ იქნა პალესტინელთა ექსტრემისტული დაჯგუფების, “ისლამური ჯიჰადის” ერთ-ერთი ლიდერი, მუამარ დარაჰმე. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, დარაჰმეს მანქანას ცეცხლი გაუხსნეს ჩასაფრებულმა შეიარაღებულმა პირებმა. ისრაელმა უარი განაცხადა ამ ინციდენტისთვის კომენტარის გაკეთებაზე. “ისლამური ჯიჰადი” პასუხისმგებელია ისრაელში მოწყობილი არაერთი ტერაქტისა და თავდასხმისთვის.
XS
SM
MD
LG