Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის გენადი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის გენადი სელეზნიოვის განცხადებით, საქართველომ “დიდი პოლიტიკური შეცდომა” დაუშვა, როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთი “ქართული მიწების ანექსიის მცდელობაში” დაადანაშაულა.

ამის შესახებ, რუსულ მასმედიაზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იტყობინება. სელეზნიოვმა, რომელიც ბერლინში მიმდინარე სესიაზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობის პოზიცია გამაოგნებელი იყო და რუსეთს ამ მძიმე ბრალდებების გაბათილება უწევს.” სპიკერის თქმით, საქართველოს დელეგაცია ცდილობდა, გაეტანა რეზოლუციის ტექსტი, რომელშიც რუსეთს ბრალი ედებოდა საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობაში – აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის მოსახლეობისთვის რუსეთის პასპორტების გაცემის წესის გამარტივების გამო.
XS
SM
MD
LG