Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მთლიანად გამოიყენებს კანონის შესაძლებლობებსა და ძალას,

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მთლიანად გამოიყენებს კანონის შესაძლებლობებსა და ძალას,
რათა ქვეყანაში გამოავლინოს და აღმოფხვრას კორპორაციული კორუფცია. ნიუ იორკში გამოსვლისას, ბუშმა განაცხადა, რომ გამკაცრებულ უნდა იქნეს სასჯელი კორპორაციების სააღრიცხვო დოკუმენტაციის გაყალბებისთვის. მან გამოთქვა წინადადება, ათ წლამდე გაიზარდოს, ანუ გაორმაგებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა ბიზნესის სფეროში ჩადენილი დანაშაულებისთვის. პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ შეიქმნება ახალი სტრუქტურა, რომლის ამოცანა იქნება კორპორაციათა კრიმინალური საქმიანობის გამოვლენა და აღკვეთა. ბოლო ხანს აშშ-ში მომხდარი რამდენიმე სკანდალი სწორედ მსხვილ კორპორაციათა საბუღალტრო ხარჯთაღრიცხვის გაყალბებას უკავშირდებოდა, რასაც შედეგად მოჰყვა მათი აქციების კურსის მკვეთრი დაცემა.
XS
SM
MD
LG