Accessibility links

logo-print

მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე, შესაძლოა, განხილულ


მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე, შესაძლოა, განხილულ იქნეს ძალოვანი მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი

მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე, შესაძლოა, განხილულ იქნეს ძალოვანი მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი
ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გატაცებისა და გერმანელი ბიზნესმენის კლაუს დეტლეფ დროიგის გაუჩინარების ფაქტებთან დაკავშირებით. სახელმწიფო კანცელარიის წყაროზე დაყრდნობით, ამის შესახებ პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება. მისივე ცნობით, საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად არის შეშფოთებული იმის გამო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები უკიდურეს უკმაყოფილებას გამოთქვამენ საქართველოში უცხოეთის მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით. ამავე დროს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, პიტერ შოუს გატაცების საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ხელთ აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის გახმაურება ამ ეტაპზე დაუშვებელია.
XS
SM
MD
LG