Accessibility links

logo-print

დღეს, თბილისში, 15-მდე დაუდგენელი პირი


დღეს, თბილისში, 15-მდე დაუდგენელი პირი შეიჭრა არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის” ოფისში,

დღეს, თბილისში, 15-მდე დაუდგენელი პირი შეიჭრა არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის” ოფისში,
იქაურობა დაარბია და სასტიკად სცემა ორგანიზაციის რამდენიმე თანამშრომელი, რომელთაგან ერთ-ერთი – ლევან რამიშვილი – მძიმე მდგომარეობაშია. როგორც ჟურნალისტებს განუცხადა “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა, თავდამსხმელები მათ “კასტეტებით” სცემდნენ. მისივე თქმით, თავდასხმას შეესწრნენ ევროპის საბჭოს ექსპერტები, რომლებიც იმ დროს “თავისუფლების ინსტიტუტის” ოფისში იმყოფებოდნენ. “თავისუფლების ინსტიტუტი” მკაცრად აკრიტიკებს ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა გახშირებული დარღვევების გამო, ასევე ცალკეულ პოლიტიკოსებს, მათ შორის პარლამენტარ გურამ შარაძეს – რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივებისთვის. დაზარალებულთა შორის არის რადიო “თავისუფლების” თბილისელი კორესპონდენტი სოზარ სუბელიანი, რომელიც, ამავე დროს, “თავისუფლების ინსტიტუტის” თანამშრომელიც გახლავთ.
XS
SM
MD
LG