Accessibility links

logo-print

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხოსე მარია ასნარმა


ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხოსე მარია ასნარმა მთავრობაში რამდენიმე გადაადგილება მოახდინა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხოსე მარია ასნარმა მთავრობაში რამდენიმე გადაადგილება მოახდინა.
საგარეო საქმეთა მინისტრად მან ანა პალასიო დანიშნა. ხოსეპ პიკეს, რომელსაც ეს თანამდებობა ეკავა, ასნარმა მეცნიერების მინისტრის პორტფელი ჩააბარა. შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა ანხელ ასებესი, რომელიც ცნობილია თავისი მკაცრი პოზიციით ბასკთა სეპარატისტული ორგანიზაციის – ეტას მიმართ. დღესვე, ესპანეთის სასამართლომ 87 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ეტას წევრს, იდოია ლოპეს რიანოს, რომელიც დამნაშავედ სცნო 16 წლის წინათ, მადრიდში, სამი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში. გარდა ამისა, 38 წლის ქალს ბრალად ედება მონაწილეობა კიდევ 20 მკვლელობაში. რიანომ ხუთი წელი საფრანგეთის ციხეში გაატარა, ხოლო შარშან, მაისში, იგი ესპანეთის ხელისუფლებას გადასცეს.
XS
SM
MD
LG