Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა “სწორი ნაბიჯი” უწოდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა “სწორი ნაბიჯი” უწოდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის თემურ ხაჩიშვილის, “მხედრიონის” ერთ-ერთი ლიდერის გიგა გელაშვილის და უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის დაცვის უფროსის თემურ პაპუკაშვილის შეწყალებას. როგორც პრაიმ-ნიუსი იუწყება, ირაკლი ბათიაშვილს გულუბრყვილოდ ეჩვენება ზედმეტი შიში იმის თაობაზე, თითქოს ეს პირები პატიმრობიდან ბნელი სამუშაოების შესასრულებლად გაათავისუფლეს. ხაჩიშვილსა და გელაშვილს მაშინ ჰქონდათ ძალა, როცა შესაბამის ბერკეტებს ფლობდნენ, ამჟამად კი ისინი სახელმწიფოსთვის ხიფათს აღარ წარმოადგენენო – განაცხადა ბათიაშვილმა.
XS
SM
MD
LG