Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კომისიამ დღეს ევროპარლამენტს წარუდგინა


ევროპის კომისიამ დღეს ევროპარლამენტს წარუდგინა აგრარული პოლიტიკის რადიკალური რეფორმის პროექტი.

ევროპის კომისიამ დღეს ევროპარლამენტს წარუდგინა აგრარული პოლიტიკის რადიკალური რეფორმის პროექტი.
რეფორმის მიზანია, ევროპელი ფერმერებისთვის სუბსიდიების გამოყოფის სისტემა ბაზარზე მეტად ორიენტირებული გახადოს, აამაღლოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ხარისხი და უზრუნველყოს გარემოს დაცვა. კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს სუბსიდიების 20 პროცენტით შემცირებას და გამოთავისუფლებული თანხების დახარჯვას უფრო მსხვილი მასშტაბის პროექტებზე, აგრეთვე, გარემოს დაცვისკენ მიმართულ ღონისძიებებზე. გარდა ამისა, სუბსიდირება აღარ იქნება დამოკიდებული ფერმების პროდუქციის მოცულობაზე. ამჟამად მოქმედმა სისტემამ, რომლის ფარგლებშიც ევროპის კავშირი ფერმერებს ყოველწლიურად 40 მილიონ ევროს უხდის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჭარბი წარმოება გამოიწვია.
ახალი გეგმის ასამოქმედებლად აუცილებელია, რომ იგი ევროპის კავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ დაამტკიცოს. გერმანიისა და საფრანგეთის ფერმერთა უმსხვილესმა გაერთიანებები რადიკალური რეფორმების წინააღმდეგ გამოვიდნენ, განაცხადეს რა, რომ 2006 წლამდე ევროკავშირის აგრარული პოლიტიკა უცვლელი უნდა დარჩეს, როგორც ეს კავშირის 1999 წლის სამიტმა გადაწყვიტა.
XS
SM
MD
LG