Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ქაშმირის ინდურ ნაწილში მომხდარი


დღეს ქაშმირის ინდურ ნაწილში მომხდარი რამდენიმე ინციდენტის შედეგად დაიღუპა ექვსი, ხოლო დაიჭრა ორი ადამიანი.

დღეს ქაშმირის ინდურ ნაწილში მომხდარი რამდენიმე ინციდენტის შედეგად დაიღუპა ექვსი, ხოლო დაიჭრა ორი ადამიანი.
დაჭრილთა შორის არის ჟურნალისტი, ურდუს ენაზე გამომავალი ყოველდღიური გაზეთის გამომცემელი. პოლიციის მონაცემებით, ქალაქ სრინაგარის შემოგარენში ჟურნალისტს თავს დაესხნენ უცნობი პირები. იმავე ქალაქში ისლამისტმა მეამბოხეებმა დაჭრეს ქაშმირის მმართველი პარტიის, ეროვნული კონფერენციის, ცნობილი აქტივისტი. ამ თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობას პოლიცია ქაშმირელ სეპარატისტებს აკისრებს.
XS
SM
MD
LG