Accessibility links

logo-print

ბოსნიაში სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მე-7 წლისთავი


ბოსნიაში სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მე-7 წლისთავი აღნიშნეს.

ბოსნიაში სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მე-7 წლისთავი აღნიშნეს.
დღეს ათასობით ბოსნიელი შეიკრიბა ქალაქ სრებრენიცის მახლობლად მომხდარი ტრაგედიის მე-7 წლისთავის აღსანიშნავად. იქ 1995 წელს ათასობით მუსლიმანი ბიჭუნა და მამაკაცი დახოცეს. მგლოვიარეები, მათ შორის ისინიც, ვინც ხოცვა-ჟლეტას გადაურჩა, შეიკრიბნენ სრებრენიცის მახლობლად მდებარე სოფელ პოტოკარიში, სადაც ბოსნიელ სერბთა ჯარებმა სიცოცხლეს გამოასალმეს 7 000-ზე მეტი ადამიანი. მუსლიმანთა სასულიერო ლიდერმა, მუსტაფა ჩერიჩმა, რომელიც ღვთისმსახურებას გაუძღვა, აღნიშნა, რომ ბოსნიელი მუსლიმანები არასოდეს გამოვლენ შურისძიების მოწოდებით 1995 წლის ტრაგედიის გამო. როგორც ჩერიჩმა პოტოკარიში გამართულ ცერემონიაზე აღნიშნა, ბოსნიელი მუსლიმანები არასოდეს გამოვლენ სრებრენიცაში მომხდარის გამო შურისძიების მოწოდებით. მანვე ერთმანეთს შეადარა სრებრენიცისა და ნიუ იორკის 11 სექტემბრის ტრაგედიები: [მუსტაფა ჩერიჩის ხმა] ”ვლოცულობთ, რომ მწუხარება იმედად გადაიქცეს, შურისძიება – სამართლიანობად, ხოლო დედების ცრემლმა არ დაგვავიწყოს, რომ სრებრენიცასა და ნიუ იორკში მომხდარი არასოდეს, არსად განმეორდეს”.
XS
SM
MD
LG