Accessibility links

logo-print

ირანში რეფორმების მომხრე ყველაზე მსხვილმა


ირანში რეფორმების მომხრე ყველაზე მსხვილმა პარტიამ დღეს მხარდაჭერა გამოუცხადა ცნობილ მუსლიმან სასულიერო პირს, რომელიც მიმდინარე კვირაში გადადგა.

ირანში რეფორმების მომხრე ყველაზე მსხვილმა პარტიამ დღეს მხარდაჭერა გამოუცხადა ცნობილ მუსლიმან სასულიერო პირს, რომელიც მიმდინარე კვირაში გადადგა.
ისლამური ირანის მონაწილეობის ფრონტმა, რომელსაც პრეზიდენტ მოჰამად ხათამის ძმა ხელმძღვანელობს, გამოაცხადა, რომ აიათოლა ჯალალედინ თაჰერის გადადგომა ირანში უსამართლობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. თაჰერი ქალაქ ისპაჰანში მოღვაწეობდა და გადადგომის შესახებ გამოაცხადა მიმართვაში, რომელშიც იმავდროულად ირანის კონსერვატიული ძალები დაადანაშაულა პარლამენტის მუშაობის დაბრკოლებაში და გააკრიტიკა პრესის შეზღუდვა, აგრეთვე დისიდენტების უკანონოდ დაპატიმრება. თაჰერის განცხადებას 290 პარლამენტარიდან 125 მიემხრო.
XS
SM
MD
LG