Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში რუსეთის გენერალურ პროკურორ ვლადიმირ


მოსკოვში რუსეთის გენერალურ პროკურორ ვლადიმირ უსტინოვს შეხვდნენ ევროპის საპარლამენტო კომიტეტის წევრები, რომლებიც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე მუშაობენ.

მოსკოვში რუსეთის გენერალურ პროკურორ ვლადიმირ უსტინოვს შეხვდნენ ევროპის საპარლამენტო კომიტეტის წევრები, რომლებიც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე მუშაობენ.
როგორც უსტინოვმა ევროსაბჭოს ასამბლეის წარმომადგენლებს უთხრა, რუსეთი ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა ხელყოფის შესახებ ყველა ცნობას იძიებს. მაგრამ საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი იუწყება, რომ დელეგაციის ხელმძღვანელმა ლორდ ჯუდმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთს არ გამოუძიებია ჩეჩნეთში ხოცვა-ჟლეტის რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა. დღესვე ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერ ასლან მასხადოვის ოფისმა ევროპის საბჭოს დელეგაციას მოუწოდა, დაათვალიეროს რამდენიმე სოფელი, რომლებშიც რუსმა ჯარისკაცებმა ე.წ. წმენდა ჩაატარეს.
XS
SM
MD
LG