Accessibility links

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბულენტ ეჯევითმა დღეს


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბულენტ ეჯევითმა დღეს ვიცე-პრემიერი სუქრუ სინა გურელი დანიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბულენტ ეჯევითმა დღეს ვიცე-პრემიერი სუქრუ სინა გურელი დანიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად.
ამასთან, ეჯევითმა დაადასტურა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ვადამდელი არჩევნების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. მიმდინარე კვირაში 7 მინისტრი, აგრეთვე 40-ზე მეტი პარლამენტარი გადადგა. კრიზისის მიზეზია ეჯევითის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რის გამოც ბევრს ეჭვი ეპარება მის მიერ ქვეყნის მართვის უნარში. მაგრამ ეჯევითმა დღეს განმეორებით განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას და ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგია. როგორც მან აღნიშნა: [ეჯევითის ხმა] ”ვადამდელი არჩევნები ნოემბერში რომ ჩატარდეს, პარტიები რეფორმებზე ვეღარ იფიქრებენ. ყველა არჩევნებისათვის მზადებას შეუდგება”. დღეს მორიგი გადადგომის შემდეგ ეჯევითის მემარცხენე დემოკრატიული პარტია პარლამენტში სიდიდით მხოლოდ მესამე პარტია გახდა. დღესვე გავრცელებული ცნობით, გადამდგარმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისმაილ ჯემმა გამოაცხადა ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის შესახებ, რომლის მიზანია თურქეთში ეკონომიკური კრიზისის მოგვარება და ქვეყნის გაძღოლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
XS
SM
MD
LG