Accessibility links

პარასკევის ლოცვამ მშვიდობიანად ჩაიარა ირანის


პარასკევის ლოცვამ მშვიდობიანად ჩაიარა ირანის ქალაქ ისპაჰანში, სადაც რამდენიმე დღის წინ ცნობილი სასულირო პირი, აიათოლა ჯალალედინ თაჰერი გადადგა.

პარასკევის ლოცვამ მშვიდობიანად ჩაიარა ირანის ქალაქ ისპაჰანში, სადაც რამდენიმე დღის წინ ცნობილი სასულირო პირი, აიათოლა ჯალალედინ თაჰერი გადადგა.
ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო ”ისლამური რესპუბლიკის” მიერ დღეს გავრცელებული ცნობით, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქებით მოიხსენია თაჰერი ირანში კორუფციის გაკრიტიკების გამო. ამ კრიტიკას მოიცავს განცხადება, რომელიც თაჰერიმ გადაგომამდე დაწერა. როგორც ხამენეი თაჰერისადმი წერილობით მიმართვაში აღნიშნავს, ისიც შეშფოთებულია კორუფციით, მაგრამ ფიქრობს, რომ თაჰერის განცხადება შესაძლოა ზოგმა ირანის ისლამური სისტემის წინააღმდეგ მიმართულ გამოსვლად მიიჩნიოს. თავის განცხადებაში თაჰერიმ კორუფციის გარდა გააკრიტიკა პრესის შეზღუდვა და დისიდენტების დევნა ირანში. დღეს ხამეინიმ ორი სასულიერო პირი დანიშნა გადამდგარი თაჰერის ადგილას.
XS
SM
MD
LG