Accessibility links

logo-print

შვეიცარიის პრეზიდენტმა კასპარ ვილიგერმა გააუქმა


შვეიცარიის პრეზიდენტმა კასპარ ვილიგერმა გააუქმა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთში ვიზიტს 1 ივლისს მომხდარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე დასასწრებად.

შვეიცარიის პრეზიდენტმა კასპარ ვილიგერმა გააუქმა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთში ვიზიტს 1 ივლისს მომხდარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე დასასწრებად.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა რუსეთის გაფრთხილება, რომ შვეიცარიის პრეზიდენტის უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის განცხადებით, შვეიცარიის დელეგაცია, შესაძლოა, უსიამოვნო გარემოში აღმოჩნდეს ბაშკირეთის რესპუბლიკაში, სადაც ხვალ გაიმართება სამგლოვიარო ცერემონია. 1 ივლისს შვეიცარიისა და გერმანიის საზღვრის მახლობლად, ერთმანეთს ჰაერში შეეტაკა 2 თვითმფრინავი, რის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა ბაშკირი ბავშვები იყვნენ. ავიაკატასტროფის დროს დისპეჩერის ფუნქციას შვეიცარიის უწყება ასრულებდა. მიმდინარეობს ავარიის მიზეზების გამოძიება. დღეს გერმანიაში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც 1 ივლისს ავიაკატასტროფა მოხდა, პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. ცერემონიაში მონაწილეობდნენ გერმანიის, რუსეთის, შვეიცარიის, ბელარუსის, ბრიტანეთისა და კანადის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG