Accessibility links

logo-print

შიდსის პრობლემისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციაზე


შიდსის პრობლემისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციაზე ბარსელონაში

შიდსის პრობლემისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციაზე ბარსელონაში
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა და სამხრეთი აფრიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ნესლონ მანდელმა დამსწრეთ მოუწოდეს, არ დაკარგონ შიდსის შეჩერების იმედი. როგორც ნელსონ მანდელამ თქვა:[მანდელას ხმა] ”შიდსი კლავს მეტ ადამიანს, ვიდრე წარსულის ყველა ომსა და სტიქიურ უბედურებაშია დაღუპული. შიდსი არის ომი კაცობრიობის წინააღმდეგ”. ბილ კლინტონმა განაცხადა, რომ ის და მანდელა აპირებენ გაწევრიანებას ახალ ორგანიზაციაში, რომლის მიზანია შიდსის პრობლემაზე მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების გამახვილება. გაეროს ინფორმაციით, შიდსს უკვე 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე აქვს შეწირული.
XS
SM
MD
LG