Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლახან დაარსებული მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის


ახლახან დაარსებული მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის მომხრეები იმედგაცრუებას გამოთქვამენ იმის გამო,

ახლახან დაარსებული მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის მომხრეები იმედგაცრუებას გამოთქვამენ იმის გამო,
რომ გაეროს უშიშროების საბჭომ, წუხანდელ სხდომაზე, ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილე ამერიკელების წინააღმდეგ არ შეიძლება იქნეს აღძრული სისხლის სამართლის საქმე. იმუნიტეტი ვრცელდება გაეროს ყველა მშვიდობისდამცველზე იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც არა აქვთ ხელმოწერილი შეთანხმება მუდმივმოქმედი ტრიბუნალის დარსების შესახებ. ტრიბუნალი 1 ივლისს შეუდგა საქმიანობას ჰააგაში. პარასკევს მიღებული რეზოლუცია ყოველ 12-ტ თვეში ერთხელ უნდა განახლდეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა განაცხადა, რომ გაეროს მშვიდობისდამცველებს არ ესაჭიროებათ იმუნიტეტი. კანადის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში პოლ ჰაინბეკერმა გაუმართლებლად მიიჩნია საერთაშორისო კანონის 2 კატეგორიად გაყოფა, როცა პირველი – მშვიდობისდამცველებზე გავრცელდება, ხოლო მეორე – ყველა სხვა დანარჩენზე.
XS
SM
MD
LG