Accessibility links

logo-print

სამგლოვიარო მიტინგსა და პანაშვიდს, ბაშკირეთის


სამგლოვიარო მიტინგსა და პანაშვიდს, ბაშკირეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანი დაესწრო.

სამგლოვიარო მიტინგსა და პანაშვიდს, ბაშკირეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანი დაესწრო.
დაღუპულთა ნარჩენები წუხელ ჩაიტანეს გერმანიიდან უფაში. სულ, რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის ”ტუ-154”-ისა და შვეიცარიის საბარგო ”ბოინგის” დაჯახების შედეგად 71 ადამიანი, მათ შორის 52 მოსწავლე დაიღუპა. შვეიცარიის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ამ ტრაგედიისთვის პასუხისმგებლობა აკისრია შვეიცარიული კომპანიის ”სკაიგაიდის” ავიადისპეტჩერებსაც, რომლებიც თვითმფრინავების მიმართულებას აკონტროლებდნენ. პარასკევს, გერმანიის ქალაქ იუბერლინგენში სამგლოვიარო მიტინგზე გამოსვლისას, შვეიცარიის ტრანსპორტის მინისტრმა მორიც ლოიენბერგერმა, კატასტროფის მსხვერპლა ნათესავებისათვის კომპენსაციის გახადის წინადადება წამოაყენა.
XS
SM
MD
LG