Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულენთ ეჯევითის პარტია 45-მა დეპუტატმა


ბულენთ ეჯევითის პარტია 45-მა დეპუტატმა დატოვა

ბულენთ ეჯევითის პარტია 45-მა დეპუტატმა დატოვა
დღეს კიდევ ერთი, ანუ ორშაბათიდან მოყოლებული უკვე 45 კანონმდებელი გავიდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბულენთ ეჯევითის მემარცხენე დემოკრატიული პარტიიდან იმის გამო, რომ 77-წლის ჯანმრთელობაშელახული ეჯევითი კვლავაც უარს ამბობს გადადგომასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოწყობაზე. როგორც გაზეთები იუწყებიან, დეპუტატ ალი თექინთან ერთად, ქალაქ მერსინის მერი და ასობით ადგილობრივი წევრი გავიდა დღეს ეჯევითის მემარცხენე დემოკრატიული პარტიიდან. გუშინ, გადამდგარმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ისმაილ ჯემმა განაცხადა, რომ ახალი სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა დააარსა ეკონომიკის მინისტრ ქემალ დერვისთანა და პრემიერ-მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ჰუზამეთინ ოზკანთან ერთად.
XS
SM
MD
LG