Accessibility links

ამსტრედამის ციხეში საშიმშილო გაფიცვა გამოაცხადა


ამსტრედამის ციხეში საშიმშილო გაფიცვა გამოაცხადა პატიმარმა,

ამსტრედამის ციხეში საშიმშილო გაფიცვა გამოაცხადა პატიმარმა,
რომელსაც პოპულარული ჰოლანდიელი პოლიტიკოსის, პიმ ფორტოინის მკვლელობაში ადანაშაულებენ. როგორც ამსტერდამის პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, ფოლკერტ ვან დერ გრაფმა ხუთშაბათს ღამით შეწყვიტა საკვების მიღება, რითაც პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ მის საკანში ვიდეოკამერაა დაყენებული და გამუდმებით ანთია შუქი. 32-წლის ვან დერ გრაფი 6 მაისს დააპატიმრეს იარაღით ხელში, როცა პიმ ფორტოინის მკვლელობიდან რამდენიმე წუთი იყო გასული. მომავალ კვირაში გამოაცხადებენ, როდის წარსდგება ბრალდებული სასამართლოს წინაშე.
XS
SM
MD
LG