Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ავტონომიის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა


პალესტინელთა ავტონომიის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ნაბილ შაათიმ განაცხადა,

პალესტინელთა ავტონომიის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ნაბილ შაათიმ განაცხადა,
რომ პალესტინელთა ხელმძღვანელობას არ დაუკარგავს იმედი, რომ შესძლებს დაარწმუნოს შეერთებული შტატები იმაში, რომ იასირ არაფატის ადმინისტრაციას ხელეწიფება ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა. ნაბილ შაათიმ ქაიროში განაცხადა ეს დღეს, არაბული ლიგის გენერალურ მდივანთან, ამრ მუსასთან მოლაპარაკების შემდეგ. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გუშინ განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ დაამყარებს კონტაქტს არაფატთან, და პალესტინელთა ახალი ხელმძღვანელობის შექმნას ელოდება.
XS
SM
MD
LG