Accessibility links

logo-print

სულ ცოტა 58 ადამიანი დაიღუპა


სულ ცოტა 58 ადამიანი დაიღუპა ფილიპინებში განვლილი ერთი კვირის მანძილზე

სულ ცოტა 58 ადამიანი დაიღუპა ფილიპინებში განვლილი ერთი კვირის მანძილზე
მუსონური წვიმებისა და ტაიფუნების შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. წვიმებმა წყალდიდობა და მეწყრები გამოიწვია ფილიპინების მთავარი კუნძულის, ლუსონის 7 პროვინციაში, მათ შორის დედაქალაქ მანილის რაიონშიც. 2000-დე სახლი დაზიანდა, 11000 ადამიანი – უსახლ-კაროდაა დარჩენილი. სულ, წყნარი ოკეანის 4 ტაიფუნის შედეგად, რომლებიც მიკრონეზიას, ფილიპინებს, ჩინეთის სანაპიროს, იაპონიასა და კორეის ნახევარკუნძულს დაატყდა თავს, ერთი კვირის მანძილზე ასამდე ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG