Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში დღეს საზეიმოდ აღნიშნეს ეროვნული


საფრანგეთში დღეს საზეიმოდ აღნიშნეს ეროვნული დღესასწაული – ბასტილიის აღების დღე. პარიზში, ტრადიციული აღლუმი გაიმართა,

საფრანგეთში დღეს საზეიმოდ აღნიშნეს ეროვნული დღესასწაული – ბასტილიის აღების დღე. პარიზში, ტრადიციული აღლუმი გაიმართა,
რომელიც პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა მიიღო. საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში, ტრიუმფალურ თაღთან დააკავეს მამაკაცი, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტის კორტეჟის მიმართულებით შაშხანიდან ერთი გასროლა მოასწრო. როგორც პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, დაკავებულია 25 წლის ფრანგი, რომელიც ერთ-ერთი ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია. ბასტილიის აღების დღესასწაული საფრანგეთში ეძღვნება 1789 წლის 14 ივლისის მოვლენებს, რამაც საფრანგეთის დიდ რევოლუციას მისცა დასაბამი.
XS
SM
MD
LG