Accessibility links

logo-print

პაკისტანის მთავრობამ მძაფრად დაგმო გუშინდელი


პაკისტანის მთავრობამ მძაფრად დაგმო გუშინდელი ტერორისტული თავდასხმა ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში, რომლის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა.

პაკისტანის მთავრობამ მძაფრად დაგმო გუშინდელი ტერორისტული თავდასხმა ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში, რომლის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა.
ინდუისტი ბერების ტანსაცმელში გამოწყობილმა მოიერიშეებმა ხელყუმბარები ესროლეს ღარიბებით დასახლებულ უბანს ქალაქ ჯამუს შემოგარენში, ხოლო შემდეგ, ავტომატური შაშხანებით შეიარაღებულებმა, ცეცხლი გახსნეს. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ტერაქტის ინიციატორებს, ისედაც დაძაბული ვითარების დესტაბილიზაცია სურთ რეგიონში. ისლამაბადმა ამასთანავე მოუწოდა დელის, ”ადგილობრივი მოსახლეობის ნება-სურვილის შესაბამისად მოაგვაროს ვითარება ქაშმირში”. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯასვანტ სინგხმა, ტერაქტში თანამონაწილეობის ბრალდება წაუყენა პაკისტანს. ჯერჯერობით არავის არ აუღია თავის თავზე გუშინდელი თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა. სეპარატისტული დაჯგუფების, ”ჯამუ და ქაშმირის განთავისუფლების ფრონტის” ლიდერმა ჯავედ მირმა, ხსენებულ ინციდენტს ”მზაკვრული და ლაჩრული თავდასხმა” უწოდა.
XS
SM
MD
LG