Accessibility links

logo-print

უკანასკნელ დღეებში ქაბულის 6000-დე მკვიდრი


უკანასკნელ დღეებში ქაბულის 6000-დე მკვიდრი საავადმყოფოებში მოათავსეს მას შემდეგ,

უკანასკნელ დღეებში ქაბულის 6000-დე მკვიდრი საავადმყოფოებში მოათავსეს მას შემდეგ,
რაც ავღანეთის დედაქალაქში ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა. როგორც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლორი ჰიბერ ჟირარდემ განაცხადა, ქაბულში, ექიმების დამატებითი ჯგუფი, მედიკამენტები და სადეზინფექციო პრეპარატები გაიგზავნა. ქალაქში ხდება სასმელი წყლის ქლორირება, რათა არ მოხდეს ეპიდემიის გავრცელება. ქოლერამ, უკვე 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ქაბულში და შიშობენ, რომ ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ქოლერის ეპიდემია არც თუ იშვიათი მოვლენაა ავღანეთის პროვინციებში, თუმცა ქაბული -–გამონაკლისია ამ მხრივ.
XS
SM
MD
LG