Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის ქალაქ პამპლონაში დამთავრდა ხარების


ესპანეთის ქალაქ პამპლონაში დამთავრდა ხარების ტრადიციული რბოლა,

ესპანეთის ქალაქ პამპლონაში დამთავრდა ხარების ტრადიციული რბოლა,
რომლის დროსაც ფათერაკის მოყვარული ადამიანები ცხოველების წინ გარბიან ქალაქის ვიწრო ქუჩებში. ამ სანახაობის უკანასკნელ დღეს არავინ დაშავებულა. თუმცა, სულ, ხარებმა, უკანასკნელ დღეებში, 12 მორბენალს მიაყენეს ტრავმები, რაც ბევრად აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. პამპლონის მკვიდრთა ტრადიციულმა გართობამ – ხარების რბოლამ – განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ერნესტ ჰემინგუეიმ გასული საუკუნის 20-ან წლებში აღწერა ეს თავის რომანში ”და ამოდის მზე”.
XS
SM
MD
LG