Accessibility links

logo-print

დღეს, საუდის არაბეთში, ხელი მოჰკვეთეს


დღეს, საუდის არაბეთში, ხელი მოჰკვეთეს ნიგერიის მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ, ქურდობაში სცნო დამნაშავედ.

დღეს, საუდის არაბეთში, ხელი მოჰკვეთეს ნიგერიის მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ, ქურდობაში სცნო დამნაშავედ.
როგორც საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ნიგერიელი ჯიბის ქურდობას ეწეოდა მაჰმადიანთა წმიდა ქალაქ მექის მთავარ მეჩეთში. მოქმედი ისლამური კანონმდებლობის თანახმად, მკვლელებს, ნარკოტიკებით მოვაჭრეებსა და მოძალადეებს, საუდის არაბეთში - თავებს ჰკვეთენ. ხოლო სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, კანონი გაროზგვას, ანდა კიდურების ამპუტაციას ითვალისწინებს. დამნაშავეთა დასჯა, საუდის არაბეთში, საჯაროდ ხდება.
XS
SM
MD
LG