Accessibility links

logo-print

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 3


ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 3 ნოემბერს გაიმართება. ამ ინფორმაციას შეიცავს სამპარტიიანი მმართველი კოალიციის ლიდერთა განცხადება.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 3 ნოემბერს გაიმართება. ამ ინფორმაციას შეიცავს სამპარტიიანი მმართველი კოალიციის ლიდერთა განცხადება.
ეს დოკუმენტი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც – პრემიერ-მინისტრ ბიულენთ ეჯევითის დემოკრატიული მემარცხენე პარტიიდან დეპუტატთა მასობრივი გასვლის შედეგად – თურქეთის სამთავრობო კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. დღეს პარტია პარლამენტის კიდევ ექვსმა დეპუტატმა დატოვა. გასულ კვირაში პარტიიდან გავიდა რამდენიმე ათეული დეპუტატი, ხოლო კაბინეტის შვიდი წევრი თანამდებობიდან გადადგა. ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა 77 წლის პრემიერ-მინისტრს საშუალებას არ აძლევს, სრულფასოვნად შეასრულოს თავისი მოვალეობები. პარლამენტი საზაფხულო არდადეგებზე დაითხოვეს.
XS
SM
MD
LG