Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა ჯორჯ ფერნანდესმა


ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა ჯორჯ ფერნანდესმა პაკისტანს დააკისრა პასუხისმგებლობა

ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა ჯორჯ ფერნანდესმა პაკისტანს დააკისრა პასუხისმგებლობა
ქაშმირში, ორი დღის წინათ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისთვის, რომლის შედეგად დაიღუპა 28, ხოლო დაიჭრა 35 ადამიანი. ფერნანდესის თქმით, პაკისტანის ხელი ინდოეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ სხვა ტერაქტებშიც ურევია. ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ინდოეთის პარლამენტში გააკეთა, სადაც გაიმართა ცხარე დებატები ქაშმირში ძალადობის ესკალაციის საკითხზე. ოპოზიციამ განაცხადა, რომ მთავრობას არ შესწევს ექსტრემიზმის ალაგმვის უნარი და შინაგან საქმეთა მინისტრის ლალა კრიშნა ადვანის გადადგომა მოითხოვა. პაკისტანი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს.
XS
SM
MD
LG