Accessibility links

logo-print

მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ებრაული


მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ებრაული დასახლება ემანუელის მახლობლად განხორციელებული ტერაქტის შედეგად

მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ებრაული დასახლება ემანუელის მახლობლად განხორციელებული ტერაქტის შედეგად
დაიღუპა შვიდი, ხოლო დაშავდა, სულ ცოტა, 15 ადამიანი. ისრაელის პოლიციის ცნობით, პალესტინელებმა ბომბი ააფეთქეს გზაზე, რომლითაც ტელ-ავივიდან მომავალი ავტობუსი მოძრაობდა, შემდეგ კი ავტობუსიდან გადმოსულ მგზავრებს ცეცხლი გაუხსნეს. ტერორისტთა დასაკავებლად ისრაელის არმია საგანგებო ოპერაციას ახორციელებს. თვითმხილველთა ცნობით, თავდამსხმელებს ისრაელის არმიის მოსამსახურეთა ფორმები ეცვათ. ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა იკისრა სამმა სხვადასხვა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ: ჰამასმა, ალ-აყსას წამებულთა ბრიგადებმა და პალესტინის განთავისუფლების დემოკრატიულმა ფრონტმა. ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, დღევანდელი ტერაქტი ცხადყოფს, რომ პალესტინელები მშვიდობისკენ არ ისწრაფიან. პალესტინელთა თვითმმართველობის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაგმო ეს ტერაქტი.
XS
SM
MD
LG