Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის უზენაესმა სასამართლომ დღეს ძალაში


ბელორუსიის უზენაესმა სასამართლომ დღეს ძალაში დატოვა ამ ქვეყნის სპეცსამსახურების ორი ყოფილი თანამშრომლისთვის გამოტანილი განაჩენი.

ბელორუსიის უზენაესმა სასამართლომ დღეს ძალაში დატოვა ამ ქვეყნის სპეცსამსახურების ორი ყოფილი თანამშრომლისთვის გამოტანილი განაჩენი.
ვალერი იგნატოვიჩი და მაქსიმ მალიკი სასამართლომ დამნაშავედ სცნო რუსეთის ტელეკომპანია ო-ერ-ტეს ოპერატორის, დმიტრი ზავადსკის მოტაცებაში. ჟურნალისტი უგზო-უკვლოდ დაიკარგა მინსკის აეროპორტში, 2000 წლის 7 ივლისს. სასამართლოს დღევანდელი სხდომის მოწვევის მიზეზად ზავადსკის ოჯახის ვექილებისა და ბრალდებულთა ნათესავების საჩივრები იქცა. ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ მოსამართლეებმა აქამდე ვერ დაადგინეს, რა ბედი ეწია ზავადსკის, და ვერც სპეცსამსახურების თანამშრომელთა ბრალეულობა დაამტკიცეს. მინსკის სასამართლომ იგნატოვიჩსა და მალიკს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
XS
SM
MD
LG