Accessibility links

logo-print

თურქეთის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება ვადამდელი


თურქეთის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტიკური რეფორმის საკითხების განსახილველად.

თურქეთის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტიკური რეფორმის საკითხების განსახილველად.
ამის შესახებ თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა. პარლამენტის შეკრება მოითხოვეს ოპოზიციურმა პარტიებმა: სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ და ჭეშმარიტი გზის პარტიამ, რომელთა ხელშია საგანგებო სხდომის მოსათხოვად აუცილებელი რაოდენობის მანდატები. შედეგად, სხდომა გაიმართება გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე 1 სექტემბერს, რასაც მმართველ კოალიციაში შემავალი ნაციონალისტური ძალები მოითხოვდნენ. მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრმა ბულენტ ეჯევითმა თანხმობა განაცხადა არჩევნების ვადამდე, 18 თვით უფრო ადრე გამართვაზე მას შემდეგ, რაც მისი მემარცხენე დემოკრატიული პარტია წევრი პარლამენტარების ნახევარმა მიატოვა და მმართველმა კოალიციამ აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ანატოლია" იუწყება, მოსალოდნელია, რომ ეჯევითი და მისი თანამოაზრეები ბოიკოტს გამოუცხადებენ პარლამენტის ორშაბათის სხდომას.
XS
SM
MD
LG