Accessibility links

logo-print

ესპანეთმა მაროკოს შესთავაზა გამოსავალი ამ


ესპანეთმა მაროკოს შესთავაზა გამოსავალი ამ ორ ქვეყანას შორის უთანხმოების გამომწვევი კუნძულის ირგვლივ დაპირისპირებიდან.

ესპანეთმა მაროკოს შესთავაზა გამოსავალი ამ ორ ქვეყანას შორის უთანხმოების გამომწვევი კუნძულის ირგვლივ დაპირისპირებიდან.
კერძოდ, ესპანეთის მთავრობა აცხადებს, რომ გაიყვანს ჯარისკაცებს ჩრდილოეთი აფრიკის სანაპირო ზოლის მახლობელი კუნძულიდან, თუ მაროკო თანახმა იქნება კუნძულის ნეიტრალიტეტის დაცვაზე. ესპანეთმა გუშინ გადასხა ჯარისკაცები დაუსახლებელ კუნძულზე და იქიდან გააძევა მაროკოელი ჯარისკაცების მომცრო დაჯგუფება, რომელმაც ეს ტერიტორია გასულ კვირაში დაიკავა. ამასთან, ესპანეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უსაფუძვლო უწოდეს მაროკოს მთავრობის განცხადებას, თითქოს ესპანეთის სამხედრო ოპერაცია ომის გამოცხადების ტოლფასი იყოს. როგორც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, ხოსე მარია ასნარმა დღეს მადრიდში აღნიშნა: [ხოსე მარია ასნარის ხმა] ”მაროკოს სამეფოსთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებით არავინ არის დაინტერესებული ისე, როგორც ესპანეთი. როგორც უკვე ვთქვით, გვსურს, დავუბრუნდეთ 11 ივლისამდე არსებულ სტატუს ქვოს. გაცემული მაქვს მითითებები მაროკოს ხელმძღვანელობასთან აუცილებელი კონტაქტების გასაგრძელებლად, რათა მივაღწიოთ ორივე ქვეყნის ინტერესების შესაბამის შეთანხმებას”. დღესვე ევროკომისიამ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს მადრიდს ამ უთანხმოებაში, თუმცა მანვე გამორიცხა მაროკოს წინააღმდეგ რაიმე სახის სანქციების ამოქმედების შესაძლებლობა. მაროკო აცხადებს, რომ ჯარისკაცები კუნძულზე განათავსა ნარკოტიკების კონტრაბანდისა და არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში.
XS
SM
MD
LG